ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრა 28-29 ოქტომბერს გამართავს დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას – იტალიანისტიკა საქართველოში: ლიტერატურულ-ენობრივი პარადიგმები.
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
- იტალიური ლიტერატურა
- იტალიური ლინგვისტიკა
- თარგმანი და ქართულ-იტალიური ურთიერთობები
- იტალიური ლექსიკოგრაფია
- იტალიური ენის სწავლების მეთოდიკა
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 15 სექტემბრამდე თეზისები უნდა გადაგზავნონ შემდეგ მისამართზე: alighieri700@gmail.com
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი,
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
კონფერენციის ჩატარების ფორმატი განისაზღვრება ზოგადი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
აკადემიური ხარისხი;
ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
ტექსტის მოცულობა: მაქსიმუმ 250 სიტყვა.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები.
საკონტაქტო პირები:
ასოც. პროფესორი მაია ჯავახიძე
599104315
სტუდენტი მარიამ გვასალია
598008661
თსუ, V კორპუსი, ოთახი 220